რა არის ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრი?

საქართველოს მასშტაბით ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის მობილური ფილიალები 1100 -ზე მეტი სოფლის მოსახლეობას საშუალებას აძლევს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლონ როგორც საბანკო მომსახურებით ასევე, 200 -ზე მეტი სახელმწიფო სერვისით. (როგორიცაა: პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, მიწის რეგისტრაცია, უძრავი ქონების გადაფორმება, საკუთრებასთან დაკავშირებით განაცხადის მიღება, სულადობის ცნობა, საკადასტრო გეგმის მომსახურება, საარქივო მომსახურება და სხვა. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურება: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა და სხვა.)