ვებ-გვერდის მოხმარების ინსტრუქცია

ვებ გვერდის ზოგადი ფუნქციები

ვებ-გვერდის ხმოვანი ფუნქცია თავსებადია Opera, Google Chrome, Mozilla Firefox, Internet Explorer და Safari ბრაუზერების უახლეს ვერსიებთან.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ სარგებლობთ იოს ტიპის ოპერაციული სისტემით, საფარის ბრაუზერის გახსნის შემდეგ უნდა შეხვიდეთ პრეფერენსში, შემდეგ გადახვიდეთ „ედვანსედ“ ტაბზე და მონიშნოთ ღილაკი „ტაბის ფუნქციის გააქტიურების შესახებ“

ვებ გვერდზე ორიენტაციისთვის შეგიძლიათ როგორც კლავიატურის ასევე მაუსის გამოყენება.

ტექსტის წაკითხვის დაწყება

ახალ გვერდზე გადასვლის შემდეგ, როდესაც დააჭერთ „ტაბ“ ღილაკს ჯერ იკითხება ვებ გვერდის ზედა პანელში მოცემული ტექსტები, ხოლო შემდეგ მენიუს სათაურები. „ტაბ“ ღილაკზე ან ვებ გვერდზე მაუსის დაჭერისას ინიშნება ვებ გვერდზე არსებული ტექსტი, სისტემას ავტომატურად გადაყავს აუდიო ვერსიაზე და ხდება მისი წაკითხვა, თუ ხმოვანი ფუნქცია არ არის გამორთული.

ტექსტის უწყვეტად წაკითხვა

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ რომ ტექსტის წაკითხვა მოხდეს უწყვეტად უნდა დააჭიროთ ერთდროულად ღილაკებს „კონტროლი და ემ“, ხოლო წაკითხვის პროცესის შესაჩერებლად გამოიყენეთ მხოლოდ „კონტროლი“ ღილაკი.

დახმარების გვერდზე გადასვლა

ვებ გვერდის მოხმარების წესების წაკითხვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ღილაკების კომბინაციაზე „კონტროლ და ეიჩ“ დაჭერით.

გვერდის წაკითხვის თავიდან დაწყება

ტაბულაციის (იგივე „ტაბ“) ღილაკს აქვს მხოლოდ მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან ქვემოთ მიმართულების ფუნქცია. იმისათვის, რომ გვერდზე მოცემული ტექსტის კითხვა დაიწყოთ თავიდან საჭიროა გვერდის განახლება „რეფრეშ“ (იგივე ფ5) ღილაკით.

წაკითხვის უკან დაბრუნება

თუ გსურთ, რომ დაბრუნდეთ წინამდებარე ტექსტზე, ამ შემთხვევაში უნდა დააჭიროთ ღილაკები კომბინაციას „შიფტი და ტაბი“.

დამატებითი ღილაკები

კლავიატურის ღილაკზე „ენთერ“ დაჭერით ხდება მენიუდან კონკრეტულ გვერდზე გადასვლა.

ყოველ გვერდზე, გარდა მთავარისა, გვერდის ბოლოს მოცემულია ღილაკი „უკან“. „უკან“ ღილაკი გამოიყენება წინა გვერდზე დასაბრუნებლად.

ვებ პორტალზე შესაძლებელია ბრაუზერის მიერ მხარდაჭერილი სტანდარტული ღილაკების გამოყენება, დადასტურების ღილაკი „ენთერი“ და წინა გვერდზე დაბრუნების ღილაკი „ბექსფეისი“.

ვებ გვერდის ღილაკები

ვებ გვერდის ღილაკები(ზედა პანელი)

  • საიტის მოხმარების ინსტრუქცია - აღნიშნულ ღილაკზე დაჭერით ხდება მომხმარებლის ინტრუქციის გახსნა;
  • ხმის ჩართვა/გამორთვა - ამ ღილაკზე დაჭერით ხდება ხმოვანი ფუნქციის ჩართვა გამორთვა;
  • ხმის სიჩქარე - აღნიშნულ ღილაკზე დაჭერით ხდება ხმოვანი ვერსიის სიჩქარის განსაზღვრა აჩქარება ან შენელება;
  • შრიფტის ზომის დაპატარევება - ღილაკზე დაჭერით ხდება შრიფტის ზომის შემცირება;
  • შრიფტის ზომის გაზრდა - ღილაკზე დაჭერით ხდება შრიფტს ზომის გაზრდა;
  • ქართული ენა - ღილაკზე დაჭერით ხდება ქართულ ენაზე გადართვა;
  • ინგლისური ენა - ღილაკზე დაჭერით ხდება ინგლისურ ენაზე გადართვა;
  • ფონის შეცვლა - ამ ღილაკზე დაჭერით ხდება ვებ გვერდის და ტექსტის ფერის შეცვლა, არსებობს ორი ვარიანტი შავ ფონზე თეთრი ტექსტი და თეთრ ფონზე შავი ტექსტი

გვერდის ღილაკები(ქვედა პანელი)

უკან - აღნიშნულ ღილაკზე დაჭერისას საიტი დაბრუნდება წინა გვერდზე.